ვაკანსია: საკრედიტო ოფიცერი
"ექსპრეს კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ბანკში /მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
ფუნქცია-მოვალეობები:

• პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
• საკრედიტო განაცხადის მომზადება
• ავტომობილის შეფასება
• სესხის რეგისტრაცია და სხვა ყველა საჭირო პროცედურების გავლა
• მიმდინარე გადახდების მონიტორინგი
• სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება.
• ხელმძღვანელობისთვის საჭირო რეპორტების მომზადება

თვისებები და უნარები
• კომუნუკაბელური
• ლიდერის თვისებები
• მართვის უნარი

ასევე აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV,  ფოტოსურათით 3x4-ზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@expresscredit.ge - და სათაურში მიუთითოთ  სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.